|
2021-01-25 12:11:16, 612 ნახვა
საზოგადოება
NDI - საქართველოში გამოკითხულთა 56% პრობლემებად წამლების საფასურს, ხოლო 41% კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებს ასახელებს
NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 56% ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებად წამლების საფასურს, ხოლო 41% კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებს ასახელებენ. მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ მათ ან მათი ოჯახის წევრს კორონავირუსი რომ დაუდგინდეთ, იციან როგორ მიიღონ სამედიცინო დახმარება (86 პროცენტი), როგორ უმკურნალონ კორონავირუსს სახლის პირობებში (77 პროცენტი) და სად გაიკეთონ ტესტი უფასოდ ან ხელისაწვდომ ფასად (65 პროცენტი). კვლევის თანახმად, საზოგადოების 39 პროცენტი ფიქრობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის. მეტიც, მოსახლეობის თითქმის ნახევარი (41 პროცენტი) ამბობს, რომ კორონავირუსის აცრისგან თავს შეიკავებს. „როგორც ჩანს, მთავრობის ძალისხმევამ, მოქალაქეების ინფორმირებულობა უზრუნველყო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ მნიშვნელოვანი მესიჯები გაევრცელებინა, დადებითი შედეგი გამოიღო. მომავალში, კანონმდებლები და პოლიტიკური ლიდერები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ყურადღებით უნდა მოეკიდონ და პრობლემების მოგვარებაზე კონცენტრირდნენ. მათ ისეთი მესიჯები უნდა შეიმუშავონ, რომლებიც გლობალური პანდემიის წინააღმდეგ გატარებული ეკონომიკური დასაზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების მიმართ საზოგადოების ნდობას გაამყარებენ“, - განაცხადა ალან გილამმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)