|
2021-01-24 17:45:00, 628 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ვაშაძის განცხადებით, მან კარანტინის წესი დემონსტრაციულად დაარღვია და აქციაზე ტესტის უარყოფითი პასუხით მივიდა
კარანტინის წესი დემონსტრაციულად დავარღვიე, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ აქციაზე განაცხადა. პოლიტიკოსი აქციაზე კორონავირუსის უარყოფითი ტესტის პასუხით მივიდა და აღნიშნა, რომ 12 დღიანი კარანტინი უაზრო წესია. "უაზრო შეზღუდვის გამო, მე უნდა ვიჯდე სახლში. უცხოეთში ვიყავი, ამერიკაში, სადაც გადაადგილების პრობლება, როდესაც "პისიარ" ტესტი წარვადგინე არ მქონდა. ჩამოვედი საქართველოში და 12 დღიანი კარანტინი გამომიწერეს. ამბობენ, რომ ტესტის მიუხედავად უნდა იყო სახლში ჩაკეტილი. მე დემონსტრაციულად ვარღვევ ასეთ უაზრო შეზღუდვას. ხალხს შიმშილით კლავენ, ეკონომიკა ამოხუთეს, არავინ არ გვისაბუთებს, რატომაა ესა თუ ის შეზღუდვა საჭირო. არ შეიძლება, ბიზნესი, ეკონომიკა, მოქალაქეები უმუშევარი, მშიერი დატოვო და შენ უბრალოდ, თვითკმაყოფილი იჯდე სკამში", აცხადებს გიორგი ვაშაძე. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც შეზღუდვების გაუქმებას ითხოვენ. ასევე გაცნობებთ, რომ აქციის მონაწილეების განცხადებით ისინი მოთხოვნების შესასრულებლად მთავრობას 48 საათს აძლევენ, წინაღმდეგ შემთხვევაში სამთავრობო შენობების პიკეტირებას აანონსებენ. ამავდროულად დღეს საღამოს კომენდანტის საათის ამოქმედებისთანავე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო სეირნობა გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)