03:20 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-24 14:52:25, 674 ნახვა

საზოგადოება
ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი - მთავრობა საკუთარ ხალხთან ურთიერთობას გაურბის

ტურიზმის სექტორის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ალექსანდრე პაიკაძე აცხადებს, რომ მთავრობა თავის ხალხთან ურთიერთობას გაურბის.

მისივე განცხადებით, თუ მთავრობა 48 საათში მოთხოვნებს არ შეასრულებს მაშინ აქციები უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

„მოვედით დაწესებული რეგულაციების გასაპროტესტებლად. ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, სადაც მკაფიოდ კონკრეტული მოთხოვნები იქნება წარდგენილი ხელისფლებისადმი. ამ მოთხოვნების არ შესრულების შემთხვევაში 48 საათში ეს აღარ იქნება გამაფრთხილებელი და უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. ეს არ არის ვიღაც ერთი ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი აქცია, ეს არის სახალხო პროტესტის თემატიკით განპირობებული ღონისძიება.

აქ შეკრებილია მცირე და საშუალო ბიზნესი მთლიანად. აქ არ არის მხოლოდ ერთი სეგმენტის დავუშვათ ტურიზმის გაჩერებაზე საუბარი. ამ განუკითხაობასა და შანტაჟში ყველა არის ჩათრეული, რომელსაც მთავრობა საკუთარი მოქალაქეების მისამართით ახორციელებს.

ცხადია ხელისუფლება დიალოგზე არ მოდის. ამ ხალხს რა უნდა უთხრას? მთავრობა თავის ხალხთან ურთიერთობას გაურბის“, - აცხადებს ალექსანდრე პაიკაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა საფრანგეთში მომხდარ პოგრომებთან რუსეთის კავშირის ძიება დაიწყო
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics