|
2021-01-23 14:38:13, 627 ნახვა
საზოგადოება
„არა პოლიტიკურ LOCKDOWN-ს“ - არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი გახარიას პეტიციით მიმართავენ
„არა პოლიტიკურ LOCKDOWN-ს“, - აღნიშნული სახელწოდების პეტიციით არასამთავრობო ორგანიზაციები საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელს, გიორგი გახარიას მიმართავენ. მათი განცხადებით, 22 იანვრის გადაწყვეტილება ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური შინაარსისაა. „არა პოლიტიკურ LOCKDOWN-ს! - კვირას, 24 იანვარს 11 საათზე - სახელმწიფო კანცელარიასთან. საკოორდინაციო საბჭოს 22 იანვრის გადაწყვეტილება არის პოლიტიკური შინაარსის. 5 არასამთავრობო ორგანიზაცია - ახალგაზრდა თაობა, მონიტორინგის ცენტრი - საზოგადოება, ახალი ძალა საქართველოსთვის, ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა, ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის მივმართავთ პეტიციით საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს გიორგი გახარიას - „არა პოლიტიკურ LOCKDOWN-ს", რომელსაც ხელს აწერენ მოქალაქეებიც. პეტიცია ასაბუთებს LOCKDOWN-ის პოლიტიკურ ნაწილს და მოითხოვს დაუყოვნებლივ შეასრულოს #699 დადგენილება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაანონსებთ საპროტესტო აქციებს“, - აღნიშნულია ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)