|
2021-01-22 13:34:51, 553 ნახვა
საზოგადოება
სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დასწრების ფორმით განახლდება, მასწავლებლების რეგულარული ტესტირება მოხდება
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დასწრების ფორმით განახლდება, მასწავლებლების რეგულარული ტესტირება მოხდება. მისი თქმით, სასწავლო დაწესებულებებში სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული. „იმ სკოლებში, სადაც უკვე დასწრებული ფორმით იქნება სასწავლო პროცესი განახლებული, მასწავლებლების ტესტირება იქნება რეგულარული და ყოველ ორ კვირაში მოხდება მასწავლებლების სისტემატური ტესტირება. სკოლებში, ისევე როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებებში სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული. ეს იქნება უმაღლეს დონეზე დაყენებული საკითხი. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებს მოქმედი რეგულაციები ნარჩუნდება პირველ მარტამდე. 15 თებერვალს კიდევ ერთხელ მოხდება ეპიდსიტუაციის შეფასება და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, მოხდება შემდგომი შემსუბუქებების განხილვა“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)