|
2021-01-21 17:36:55, 552 ნახვა
პოლიტიკა
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ რუსული მხარე პირველ კომენტარს აკეთებს
რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრო არ ეთანხმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, 2008 წლის ომის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით. ადგილობრივი სააგენტო TASS-ის ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მომხდარ ინციდენტებზე, რასაც რუსეთის იუსტიციის სამინისტრო უარყოფს და აცხადებს, რომ „მათში რუსი სამხედროები უშუალო მონაწილეობა დადგენილი არ არის“. „რუსეთის ფედერაციის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვასა და შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებისთვის მონაწილეობის გარემოებების ამგვარი შეფასება ევროსასამართლოს მიერ ექსტერიტორიული იურისდიქციის კონცეფციის გამოყენების შედეგია, რომლის შინაარისც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სასამართლოს პოზიციას და საერთაშორისო სამართლის ზოგადად აღიარებულ ნორმებს“, - აღნიშნავს რუსეთის ფედერაციაში. ამასთანავე, ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი არ შეიცავს გადაწყვეტილებას ფულადი კონპენსაციის შესახებ და ევროპის სასამართლომ აღნიშნული საკითხი შემდგომი განხილვებისთვის მოიტოვა. „ქართული მხარე ამ საქმეში ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ გამოიყენება არა მხოლოდ მშვიდობიან დროს, არამედ საომარი მოქმედებების დროსაც, რაც ფაქტობრივად ძირს უთხრის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საფუძვლებს. ჩვენ შევძელით დაგვერწმუნებინა ევროპელი მოსამართლეები იმაში, რომ 2008 წლის 8-12 აგვისტოს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების სამართლებრივი შეფასება არ ექვემდებარება მათ იურისდიქციას. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლოს არ დაუდგენია არც ერთი რუსი სამხედრო მოსამსახურის მიერ სამოქალაქო უფლებების დარღვევის შემთხვევა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს“, - განაცხადა რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალპერინმა.
ზელენსკის განცხადებით, ტრამპმა უკრაინას უღალატა
აშშ-ის კონგრესმენები უკრაინისთვის Starlink-ისა და დაზვერვის შეზღუდვას მკაცრად გმობენ
ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ ქართველი ხალხის არჩევანი – ძლიერი საქართველო
საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა - თევზაძე სარჩელზე
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)