|
2021-01-21 12:27:22, 554 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია - წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრა ამბიციური, მაგრამ რეალისტური ამოცანაა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში Covid-ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმის პრეზენტაცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია ამბიციური ამოცანაა, თუმცა რეალისტურიც. „გეგმის ძირითადი ამოცანა გახლავთ ის, რომ იყოს მოცული მოსახლეობის 60% წლის ბოლომდე. ეს არის იმისთვის, რომ ბუნებრივი იმუნიტეტის და ასევე ვაქცინაციის მოცვით ჯამურად, იყოს მოსახლეობის უმრავლესობა დაცული იმუნური პასუხით და ამან მოგვცეს შესაძლებლობა იმის, რომ ეკონომიკის გახსნა მოხდეს უსაფრთხოდ და აღარ იყოს ქვეყანაში ინფექციის გავრცელების რისკები. ეს ამოცანა გარკვეულწილად ამბიციურია, სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ რეალისტურიც, შესაძლებელი იქნება ამის მიღწევა წლის ბოლომდე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)