2021-01-21 10:21:48, 589 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - სცენიდან გასვლა უნდა ვისწავლოთ
„უნდა ვისწავლოთ, როგორ გავიდეთ სცენიდან“, - ამის შესახებ განათლების კომიტეტის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, პოლიტიკურ ველზე იქამდე იქნება, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობა“ პოლიტიკაში იქნება.
„მე შეიძლება დავიღალო, მაგრამ არის ერთი რამ რითიც არასდროს დავიღლები, ეს არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მათ გადმონაშთებთან ბრძოლა. თუ ამას დასჭირდება მთელი ჩემი შეგნებული სიცოცხლე, მე ვიდგები პოლიტიკაში და ვიბრძოლებ მათ წინააღმდეგ, რომ ისინი არ დაბრუნდნენ არასდროს.
ვფიქრობ, რომ რაც ასაკში შევალთ თქვენ, მეც უნდა ვისწავლოთ როგორ გავიდეთ სცენიდან, მაგრამ დაღლა ალბათ, რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ მე არასდროს დავიღლები“, - განაცხადა წულუკიანმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან