|
2021-01-20 12:28:05, 582 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მთავრობის სხდომებს ჟესტური ენის თარჯიმანი ეყოლება
დედაქალაქის მთავრობის ყველა სხდომას ჟესტური ენის თარჯიმანი ეყოლება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი გარესამყაროსთან ურთიერთობას სწორედ თარჯიმნის საშუალებით ახერხებს და მათთვის ინფორმაციის ჟესტურ ენაზე მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „ყველა ვთანხმდებით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და ჩვენ ყოველდღიურ მუშაობაში მათი საჭიროებების გათვალსიწინებას ვცდილობთ. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც ქალაქში ხორციელდება, მათზე მაქსიმალურადაა მორგებული. თბილისი უნდა იყოს ინკლუზიური ქალაქი. ამ მიმართულებით, ძალ-ღონეს არ ვიშურებთ. როგორც იცით, სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის კომუნიკაცია მთავარი პრობლემაა და გარემო მათთვის მაქსიმალურად უნდა იყოს ადაპტირებული. ამიტომ, დღეიდან, დედაქალაქის მთავრობის ყველა სხდომაზე ჟესტური ენის თარჯიმანი გვეყოლება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, თარჯიმნის საშუალებით, დედაქალაქის მოსახლეობა ინფორმაციას თანაბრად და ოპერატიულად მიიღებს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)