|
2015-10-02 12:12:36, 1144 ნახვა
სამხედრო
თინა ხიდაშელი SACT-ის მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიას დაესწრო
ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული ძალების სარდლობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სარდლობის მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით ვირჯინიის შტატში, სარდლობის შტაბ-ბინაში ნორფოლკში გაიმართა. გენერალი ჟან-პოლ პალომეროსი აღნიშნულ თანამდებობაზე ფრანგმა გენერალმა დენის მერსიემ ჩაანაცვლა. ნატოს გაერთიანებული სარდლობის ყოფილი მეთაურის, გენერალ ჟან-პოლ პალომეროსის პირადი მოწვევით, უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, მის მოადგილესთან ალექსანდერ ვერშბოუსთან და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ პეტრ პაველთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ცერემონიის დასრულების შემდეგ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გენერალ ჟან-პოლ პალომეროსს მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“ გადასცა. ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებულ ძალების ყოფილმა სარდალმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედალი ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის, ნატოს „გონივრული თავდაცვის“ („Smart Defence”) ინიციატივის ფორმატში, ინდივიდუალური სწავლების და განათლების პროგრამის შემუშავება-განვითარების და საქართველოს შეიარაღებული ძალების კოალიციური ძალების ქვედანაყოფებთან თავსებადობის ამაღლების პროცესში შეტანილი დიდი წვლილისთვის მიიღო.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)