|
2021-01-18 11:31:28, 496 ნახვა
საზოგადოება
EMC მთავრობას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებისკენ მოუწოდებს
EMC მთავრობას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაცია ასევე, პარლამენტს მოუწოდებს, გაიაზროს რელიგიის თავისუფლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სისტემური გამოწვევები და მისი მძიმე სოციალური ეფექტები და დროულად დაიწყოს ამ სფეროში ფუნდამენტური რეფორმები. „ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით ბოლო დღეებში სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს და მოვუწოდებთ მთავრობასა და პარლამენტს გაიაზრონ რელიგიის თავისუფლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სისტემური გამოწვევები და მისი მძიმე სოციალური ეფექტები და დროულად დაიწყოს ამ სფეროში ფუნდამენტური რეფორმები. მათ შორის, გააუქმოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და დაუყოვნებლივ შექმნას ამ სფეროში რეფორმის დემოკრატიული და ინკლუზიური პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ქრისტიანი და მუსლიმი თემების მზადყოფნითა და სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით კონფლიქტის დეესკალაციისა და შერიგების მიზანი სოფელ ბუკნარში მიიღწა. თუმცა, მიგვაჩნია, რომ არსებითია სახელმწიფო უწყებებმა შეისწავლონ ამგვარი რელიგიური დევნის, შევიწროების, კონფლიქტებისა და გაუცხოების პრაქტიკის სისტემური სამართლებრივი, პოლიტიკური და სოციალური მიზეზები და მას საკანონმდებლო და ინსტიტუციურ, ასევე მაკრო და მიკრო სოციალურ დონეებზე პოზიტიური ჩარევითა და რეფორმებით უპასუხონ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)