|
2021-01-18 09:09:35, 647 ნახვა
საზოგადოება
დიდ ქალაქებში, სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატში დღეიდან განახლდა
2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრი დღეიდან განახლდება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 10 დიდ ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში, სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად გაგრძელდება. გარდა ამისა, სასწავლო პროცესს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ. დიდი ქალაქების გარდა, სხვა მუნიციპალიტეტებში არსებული საჯარო სკოლები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, სკოლები, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში უნდა განახლდეს, მზად არიან. „ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია მათი მხრიდან შესრულებულია“, - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)