03:00 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-16 17:26:01, 870 ნახვა

პოლიტიკა
რურუა ელისაშვილს: ჩემს უკანონო პატიმრობაში პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს - ივანიშვილს

"მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც გიორგი რურუა აღნიშნავს, მის დაკავებაში პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს.

"ჩემო მეგობარო ალეკო,

ჩემს უკანონო დაკავებაში და ასევე უკანონო პატიმრობაში,პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს.

მადლობა მინდა გადავუხადო არასამთავრო ორგანიზაციებს,დამოუკიდებელ მედიას და პრინციპულ ოპოზიციას, რომლებიც მეხმარებიან ჩემი უდანაშაულობის დადგენაში.

და ბოლოს, მინდა განვაცხადო,რომ სრულად მხარს ვუჭერ დასავლური ოპოზიციური პარტიების პოზიციას", - წერს გიორგი რურუა.

შეგახსენებთ, რომ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას ციხიდან გამოსვლის საკითხი ოპოზიციის გამო ჩავარდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკის განცხადებით, ტრამპმა უკრაინას უღალატა
აშშ-ის კონგრესმენები უკრაინისთვის Starlink-ისა და დაზვერვის შეზღუდვას მკაცრად გმობენ
ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ ქართველი ხალხის არჩევანი – ძლიერი საქართველო
საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა - თევზაძე სარჩელზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics