2021-01-15 14:14:51, 563 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესს ფორმალურად გაემიჯნა
„ივანიშვილს არ სურს, რომ პასუხისმგებლობა აიღოს ამ ყველაფერზე და ფორმალურად გაემიჯნა პოლიტიკურ პროცესს”, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ცხადია, რომ ის შეინარჩუნებს გავლენას პროცესებზე.
„ეს არის, რა თქმა უნდა, ფიქციური წასვლა პასუხისმგებლობიდან გაქცევის მიზნით და ამას ხედავენ, ვფიქრობ, ის ანალიტიკოსებიც, რომლებსაც კარგად ესმით ქართული პოლიტიკური რეალობა. ივანიშვილს არ სურს, რომ პასუხისმგებლობა აიღოს ამ ყველაფერზე და ფორმალურად გაემიჯნა პოლიტიკურ პროცესს. სინამდვილეში, რა თქმა უნდა და ცხადია, ის შეინარჩუნებს გავლენას პროცესებზე იქ სადაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები”, - განაცხადა სამადაშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან