|
2021-01-14 11:33:19, 694 ნახვა
საზოგადოება
შრომის ინსპექციამ საქმიანობის უფლება კიდევ ერთ ღამის კლუბს შეუჩერა
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ თბილისში ერთ-ერთ ღამის კლუბში აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. „მიმდინარე წლის 13 იანვარს, თბილისში, ახმეტელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, შრომის ინსპექციის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გამოვლენილ იქნა ფიზიკური პირის მიერ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი. კერძოდ მოქალაქე, ამ ტერიტორიაზე მდებარე გასართობ დაწესებულებაში, ახდენდა დახურული გასართობი ღონისძიების ორგანიზებას, რაშიც მონაწილეობას იღებდა რამოდენიმე ათეული ადამიანი. ვინაიდან აღნიშნული ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული საქმიანობა წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის #322 დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას, ფიზიკური პირი 2000 ლარით დაჯარიმდა და მოხდა ღამის კლუბის საქმიანობის შეჩერება. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შრომის ინსპექცია განაგრძობს გამკაცრებულ კონტროლს რეკომენდაციების აღსრულებასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს ერთის მხრივ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, ხოლო მეორეს მხრივ შენარჩუნდეს დადებითი დინამიკა ახალი კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)