|
2021-01-12 01:01:32, 787 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის მიმდებარედ ველობილიკს მოაწყობს
26 მაისის მოედანზე, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კიბესა და შშმ პირთათვის განკუთვნილ პანდუსთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული კიბე უკვე რამდენიმე ათეული წელია არსებობს. 26 მაისის მოედანზე არსებულ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში კი ის რეაბილიტირდა და ტერიტორია შშმ პირებისთვისაც ადაპტირდა. „კიბე რამდენიმე ათეული წელია არსებობს. ეს არის ისტორიული კიბე, რომელიც დაზიანებული იყო და აღვადგინეთ. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგად, კიბის მიმდებარედ უნდა გაიაროს ველობილიკმა. შესაბამისად, რათა შშმ პირების გადაადგილება იყოს უსაფრთხო და კომფორტული, მათთანვე კონსულტაციით გაკეთდა პანდუსი, რომელიც შეესაბამება იმ სტანდარტს, რაც შშმ პირებს ესაჭიროებათ გადაადგილებისთვის", - განმარტა ირაკლი ხმალაძემ. 26 მაისის მოედანზე ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში, გაფართოვდა ტროტუარები, მოეწყო პანდუსები და გაკეთდა ველობილიკი, რომელიც უახლოეს დღეებში დაიხაზება. ტერიტორია აღჭურვილია შესაბამისი საგზაო ნიშნებით. „ტექნიკურ უნივერსიტეტთან" მოწყობილი პანდუსების ღირებულება, დღგ-ს გარეშე, 10 290 ლარს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)