|
2021-01-11 14:10:18, 801 ნახვა
საზოგადოება
პაატა იმნაძე - ჩვენმა სისტემამ ხარვეზებით, მაგრამ მაინც გაუძლო მსოფლიოში ყველაზე მაღალ ავადობას
ჩვენმა სისტემამ ხარვეზებით, მაგრამ მაინც გაუძლო მსოფლიოში ყველაზე მაღალ ავადობას 100 ათას მოსახლეზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივება საჭიროა, რათა იყოს იმის გარანტია, რომ მესამე ტალღას დავუძვრებით. „ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში მესამე ტალღაა. ის, რაც ჩვენ გვქონდა ყველასთვის მეორე ტალღაზე და ჩვენთვის პირადად პირველ ტალღაზე ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში, გავუძელით, მსოფლიოში ყველაზე მაღალ ავადობას 100 ათას მოსახლეზე. სისტემამ გაუძლო ხარვეზებით, მაგრამ გაუძლო. სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ჩვენზე გაცილებით მდიდარმა ქვეყნებმა ვერ გაუძლეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ რომ არ გვინდა იყოს მესამე ტალღა, ამიტომაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ცოტა კიდე გავუძლოთ და კიდევ გავახანგრძლივოთ შეზღუდვები, რათა გვქონდეს იმის გარანტია, რომ მესამე ტალღას გავუძვრებით. ჩვენი გახსნების შედეგად ქვეყანაში სიტუაცია არ დამძიმდება, ამასობაში წამოგვეწევა ვაქცინაციაც, წამოგვეწევა სითბოც და ეს ყველაფერი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გაცილებით უფრო მშვიდად ზაფხულის პერიოდამდე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)