|
2021-01-10 22:12:25, 709 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - თუ შეზღუდვები მოიხსნება და შერბილდება, მაშინ უნდა გამკაცრდეს რეგულაციებზე კონტროლი
„თუ შეზღუდვები მოიხსნება და შერბილდება, მაშინ უნდა გამკაცრდეს რეგულაციებზე კონტროლი“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნისგან თავი უნდა შეიკავონ და სიტუაციას დააკვირდნენ. „კატასტროფულად უარესდება სიტუაცია ევროპის ქვეყნებში, გარკვეულ როლს, ალბათ ახალი შტამიც თამაშობს, რომელიც უფრო იოლად ვრცელდება. შესაბამისად, ჩვენთან მოხდა სტაბილიზაცია და ახალი შემთხვევების კლება, მაგრამ მსოფლიოში ეს არ მომხდარა. ამის გათვალისწინებით, ვერ გეტყვით, რამდენად გამართლებულია 16-ში რეგულაციების შესუსტება ან მოხსნა. მე მკურნალი ექიმი ვარ და არ ვარ კომპეტენტური ამ შეზღუდვების საკითხში, თუმცა პირადად მგონია, რომ სჯობს, ცოტახანს დავიცადოთ, მაგალითად პირველამდე და ვნახოთ, როგორი იქნება დინამიკა. თუ შევინარჩუნებთ სტაბილურად იმ სიტუაციას, რომელიც ახლა გვაქვს, ან კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ და უფრო ნაკლები იქნა შემთხვევების რაოდენობა, შემდეგ უნდა ვისაუბროთ შერბილებაზე, ეს ჩემი აზრია. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა, არ ვიცი, მაგრამ თუ შეზღუდვები მოიხსნება და შერბილდება, მაშინ უნდა გამკაცრდეს რეგულაციებზე კონტროლი. ორივე არ გამოვა, შეზღუდვებიც შერბილდეს და კონტროლიც შერბილდეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)