|
2021-01-10 17:36:44, 1083 ნახვა
საზოგადოება
Big 7 Travel-ის რეიტინგით საქართველო მეორე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ
Big 7 Travel-ის რეიტინგში საქართველო მეორე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ, - ამის შესახებ ინფორმაციას, აღნიშნული სამოგზაურო პლატფორმა საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, რეიტინგში სულ 50 საუკეთესო ტურისტული მიმართულების მქონე ქვეყანა მოხვდა, რომელთა შორისაც საქართველო მეორე ადგილზეა. რეიტინგის პირველი ხუთეულში არიან - ესტონეთი, საქართველო, სერბეთი, ინდონეზია და ტაილანდი. სტატიის ავტორი, მელანი ჰამილტონი წერს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველომ დისტანციურად მომუშავეებისთვის სპეციალური პროგრამა მოამზადა და ამით ბოლო წლებში თბილისმა ციფრულ სამოგზაურო სამყაროში დიდი ნაბიჯი გადადგა. „ბოლო წლებში თბილისმა ციფრულ სამოგზაურო სამყაროში დიდი ნაბიჯი გადადგა. კავკასიის რეგიონის გამორჩეულ დედაქალაქს სტუმრებისთვის უამრავი კულტურული შეთავაზება აქვს: მრავალფეროვანი კერძებით დაწყებული გრძელი ისტორიით გაგრძელებული. დანარჩენი საქართველოს შესასწავლად თბილისი შესანიშნავ ბაზას წარმოადგენს. გაყინული კავკასიონის მთებიდან ბათუმის კენჭებიან ზღვის სანაპირომდე საქართველო მიმზიდველი და საცხოვრებლად ხელმისაწვდომი ქვეყანაა. პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველომ დისტანციურად მომუშავეებისთვის სპეციალური პროგრამა მოამზადა“, - წერს სტატიის ავტორი მელანი ჰამილტონი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)