|
2021-01-08 21:31:15, 1064 ნახვა
საზოგადოება
ბრიტანეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ბრიტანეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. განცხადებაში აღნიშნაულია, რომ ინგლისში მგზავრობის წესებში ცვლილებები განცხორციელდა. „კოვიდ-19-ის ვირუსის ახალი შტამის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, ინგლისში მგზავრობის წესებში ცვლილება შედის: გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 იანვრიდან, ყველა საერთაშორისო მოგზაური, ბრიტანეთის მოქალაქეების ჩათვლით, რომელიც მიემგზავრება ინგლისში, ვალდებულია წარადგინოს COVID19 ვირუსზე PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც გამგზავრებამდე 72 საათის ფარგლებში იქნა ჩატარებული. ახალი რეგულაციის უგულებელყოფისა და ტესტის პასუხის არქონის შემთხვევაში, მგზავრს დაეკისრება ჯარიმა – £500. მგზავრები, რომლებიც ინგლისში ჩამოდიან იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც ბრიტანეთს არ აქვს ე.წ. სამგზავრო დერეფანი, კვლავ ვალდებული რჩებიან, ჩამოსვლის შემდეგ გადავიდნენ 10 დღიან თვითიზოლაციაში (ქვეყნები, რომლებთანაც მოქმედებს ე.წ. სამგზავრო დერეფანი იხ. https://www.gov.uk/…/coronavirus-covid-19-travel-corridors). ამ მოთხოვნაზე COVID19 ვირუსზე ტესტის პასუხი არ მოქმედებს. მგზავრებმა ასევე უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა (locator form – იხ. https://www.gov.uk/provide-journey-contact-details-before… ) და დაემორჩილონ ქვეყანაში მოქმედი კარანტინის შეზღუდვებს. ზემოხსენებული წესები მოქმედებს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით საერთაშორისო მგზავრობის შემთხვევაში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)