|
2021-01-08 14:18:14, 691 ნახვა
კომენტარი
თეა ახვლედიანი - მზად ვართ, კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის ქრობის პროცესში ჩავერთოთ
„მზად ვართ, კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის ქრობის პროცესში ჩავერთოთ“, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანმა განაცხადა. მისი თქმით, დახმარების მზაობის შესახებ არაერთხელ ეცნობა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას. „პირველ რიგში, წუხილს გამოვთქვამ, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ბოლო დღეებში შექმნილი ხანძრების გამო. რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს, ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ ეცნობა დე ფაქტო ხელისუფლებას ჩვენი სრული მზაობა ჩართვისა და დახმარების შესახებ. რამდენჯერმე ავამოქმედეთ ცხელი ხაზი. ამ ეტაპზე დე ფაქტო ხელისუფლებასთან ვიმყოფებით ჩვენს ხელთ არსებული ყველა არხის მექანიზმის გამოყენებით კომუნიკაციაში და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე მზად ვართ პროცესში ჩავერთოთ“, - განაცხადა ახვლედიანმა.
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)