02:15 - 22 Oct, 2026
|
2021-01-08 11:45:39, 630 ნახვა
საზოგადოება
სუს-ის ინფორმაციით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ აფხაზეთს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარება არაერთხელ შესთავაზა
საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარება არაერთხელ შესთავაზა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ხელისუფლება აგრძელებს კომუნიკაციას მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით. „ოკუპირებულ აფხაზეთში გავრცელებულ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ 5 იანვრიდან დღემდე, სისტემატურად აქტიურდება ცხელი ხაზი. საოკუპაციო რეჟიმს არაერთხელ გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების სრული მზადყოფნა ნებისმიერი მიმართულებით დახმარების გაწევასთან დაკავშირებით. აღნიშნული მიზნით, მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით“, - აცხადებენ სუს-ში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)