|
2021-01-06 14:15:13, 666 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია - კორონავირუსზე ტესტირება იმ ბიზნესგარემოშიც ჩატარდება, სადაც ადამიანებს დახურულ სივრცეში უწევთ მუშაობა
ვფიქრობთ, ტესტირებას სხვადასხვა ბიზნესგარემოში, სადაც ადამიანებს დახურულ სივრცეში უწევთ მუშაობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ გარემოში მუდმივი ტესტირების პროტოკოლი არაერთხელ განახლდა და ყოველთვის ემატება მაღალი რისკის მქონე ახალი ჯგუფები. „ბოლო პერიოდის განმავლობაში დაემატა რელიგიური პირები, ასევე ტაქსის მძღოლებს შორის ტესტირება რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და მინდა გითხრათ, რომ გამოვლენის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ამ შემთხვევაში ეს ჯგუფი ნაკლები რისკის მატარებელია. ასევე ვფიქრობთ, ტესტირებას სხვადასხვა ბიზნეს გარემოში და ეს მოდელი მუშავდება. განსაკუთრებით იმ ბიზნესს გარემოში, სადაც დახურულ სივრცეში უხდებათ მუშაობა მუდმივად ადამიანებს და ისინიმუდმივად ვერც დისტანციის დაცვას შეძლებენ და შეიძლება პირბადის გამოყენებაც ვერ მოახერხონ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)