|
2021-01-06 13:50:14, 694 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია - ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების მოწყობა არ იგეგმება, მისი ანალოგი კლინიკური სასტუმროებია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების მოწყობა არ იგეგმება. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოში საველე ჰოსპიტლების ანალოგი კლინიკური სასტუმროებია. „საველე ჰოსპიტლების მოწყობა არც აქამდე ყოფილა ჩვენს გეგმაში და არც აწი იგეგმება. საველე ჰოსპიტლების ანალოგი და გარკვეულწილად დამხმარე ჰოსპიტალური სექტორისთვის ეს იყო კლინიკური სასტუმროები, რომელიც კარგად იქნა გამოყენებული როგორც აჭარაში, ასევე სხვა დანარჩენ რეგიონში და ძალიან მაღალი შეფასება მიიღო ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორის ვიზიტის დროს ამ მოდელმა, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტა ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვისგან დაცვის კუთხით. რაც შეეხება ჰოსპიტალური სექტორის კიდევ დამატებითი შესაძლებლობის შექმნას, იცით, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქმნება დამატებითი საწოლფონდი, რომელიც მალე იქნება მზად ოპერირებისთვის. ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის, თუმცა მომდევნო ტალღებისთვის სარეზერვო საწოლფონდი იქნება კიდევ დამატებით 300-დან 400 საწოლამდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)