|
2021-01-06 13:41:54, 639 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში „რემდესივირით“ მკურნალობა 29 პაციენტს ჩაუტარდა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში „რემდესივირით“ მკურნალობა 29 პაციენტს ჩაუტარდა. მისივე თქმით, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „რემდესივირით“ მკურნალობა მიმდინარეობს კარგად. ისე, როგორც ეს იყო დაგეგმილი. 29 პაციენტზე იყო მოთხოვნა გაკეთებული გუშინდელი მდგომარეობით. ჯანდაცვის პროფესიონალები ფრთხილად ეკიდებიან „რემდესივირის“ დანიშვნას. არის გარკვეული კრიტერიუმები, რაც უნდა დაკმაყოფილდეს, მის გამოყენებას სჭირდება პაციენტის თანხმობა. ამდენად, დაახლოებით, ბოლო 4 კვირის განმავლობაში, რაც ჩვენ დავიწყეთ რემდესივირის მოხმარება, 29 პაციენტს ჩაუტარდა. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რამდენად უკავშირდება მათი მდგომარეობა რემდესივირის ეფექტს, ამის თქმა არ შეგვიძლია. ეს არის მხოლოდ ჩვენი ობსერვაციული დაკვირვების შედეგები, მაგრამ „რემდესივირის“ გამოყენება გრძელდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)