|
2021-01-06 13:32:15, 564 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია - ბოლო 2 დღეში გაზრდილი ინფიცირების მიუხედავად, ჰოსპიტალურ სექტორში სტაბილური მდგომარეობაა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში ინფიცირების რაოდენობა გაიზარდა, ჰოსპიტალურ სექტორში მდგომარეობა სტაბილურია. მისი თქმით, ბოლო ორ დღეში, შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმის იყო. მისი თქმით, „ჰოსპიტალურ სექტორში მდგომარეობა სტაბილურია. 150 პაციენტი არის ტრიაჟის პროცესში, ვიდრე დიაგნოზი დადასტურდება. 862 პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და 283 რეანიმაციულ განყოფილებაში. ეს მაჩვენებლებიც არ გაზრდილა მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა არის საკმაოდ მაღალი. ჰოსპიტალიზაცია ნარჩუნდება ისევ გუშინდელ დონეზე, რაც ნიშნავს იმას, რომ შემთხვევების უმრავლესობა იყო მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. ამ შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება ნაკლებად დადგა. პაციენტები, რომლებიც გამოეწერენ კლინიკიდან მათზე ნაკლები დაბრუნდა კლინიკაში, რაც გარკვეულწილად იმედმომცემი ნიშანია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)