|
2021-01-05 09:49:25, 622 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „დღეს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა და კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი მატების გამო, 5 იანვრიდან ბრიტანეთში კოვიდ განგაშის სისტემის მე-5 დონის ამოქმედება და საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა, რაც მოიცავს შემდეგს: ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია გადაადგილება: აუცილებელი საჭიროების, განათლების, სამუშაო ადგილზე მისვლისა და დღეში ერთხელ ვარჯიშის მიზნით; სტუმართმოყვარეობის სექტორი დახურულია; სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია; ყველა სახის სავაჭრო ობიექტი, გამაჯანსაღებელი და გასართობი ცენტრი დახურულია; საგანმანათლებლო დაწესებულებები და სკოლები გადადიან ონლაინ სწავლების რეჟიმში თებერვლის შუა რიცხვებამდე. გამონაკლისის სახით, სკოლები ღია იქნება მხოლოდ განსაკუთრებული პროფესიის მქონე (critical workers) ადამიანების შვილებისთვის. პრემიერმა ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს საყოველთაო ვაქცინაცია ბრიტანეთში დამტკიცებული ორი ვაქცინის (კომპანიების Pfizer და AstraZeneca-Oxford) გამოყენებით. წარმატებულ ვაქცინაციაზე და მოსახლეობის მიერ მთავრობის რეკომენდაციების დაცვაზე იქნება დამოკიდებული თებერვლის შუა რიცხვებამდე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება“, - აღნიშნულია საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)