|
2021-01-03 11:59:25, 748 ნახვა
საზოგადოება
კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები დღეიდან კვლავ მოქმედებს
კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები დღეიდან კვლავ მოქმედებს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან სავაჭრო ობიექტები მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში. დისტანციურ რეჟიმში მუშაობა არ გავრცელდება სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებზე, ასევე პრესის ჯიხურებზე. საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ამასთან, 3-დან 15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ცხადდება უქმე/დასვენების დღეები. არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა. ამასთან, გადაადგილებაზე ახალი წლისთვის მოხსნილი შეზღუდვები, რომელიც 31 დეკემბრის ღამეს გამონაკლისის სახით მოიხსნა, კვლავ ძალაშია. ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება პირთა გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)