|
2020-12-31 11:12:05, 774 ნახვა
საზოგადოება
ოთინაშვილების დევნილი ოჯახი 2021 წელს ახალ სახლში შეხვდება
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ოთინაშვილების ოჯახს ესტუმრა და ახალი წელი მიულოცა. ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სააგენტომ ოთინაშვილებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში კერძო სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შეუსყიდა. „მინდა მივულოცო ოთინაშვილების ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წელი და მათივე შერჩეულ სახლში ბედნიერი ცხოვრება ვუსურვო. სოფლად სახლის პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმატებით მუშაობს, მხოლოდ 2020 წელს საცხოვრებელი სახლი 1100-მდე დევნილი ოჯახისთვის შევიძინეთ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. განსახლების სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, 2020 წელს, ახალი საცხოვრებელი ჯამში, 2200-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)