|
2020-12-30 16:05:05, 794 ნახვა
საზოგადოება
ჟვანიას ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება დასრულდა
მთაწმინდაზე, ჟვანიას ქ. N12-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება დასრულდა. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდა. სამუშაოების შედეგად, სამსართულიანი შენობის კონსტრუქციული ელემენტები - საძირკველი და მზიდი კედელები გამაგრდა. ლითონის კუთხოვანებით მოჩარჩოვდა ფანჯრებისა და კარების ღიობები. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის ფასადს, შეიცვალა ამორტიზებული ქანობიანი სახურავი და წყალსაწრეტი მილები. დასრულებული სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ დაათვალიერა. „მთაწმინდის რაიონი ერთ-ერთი ძველი უბანია. შესაბამისად, მსგავსი პრობლემის წინაშე ბევრი სახლი დგას. ჩვენ, მაქსიმალურად ვცდილობთ ყველას დავეხმაროთ და პირველ რიგში, მოსახლეობის შევუქმნათ უსაფრთხო გარემო. მიმდინარე წელს, 13 საცხოვრებელი სახლი გავამაგრეთ. რა თქმა უნდა, ეს პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში 11 ოჯახი ცხოვრობს. შენობის გამაგრების შემდეგ, მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა. სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 543 998 ლარი დაიხარჯა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)