|
2020-12-30 14:51:55, 759 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალმა“ კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის - FMCG სექტორის მიმოხილვა წარადგინა
„თიბისი კაპიტალმა“ კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის - FMCG სექტორის შესახებ მიმოხილვა წარადგინა, რომლის მიზანია კომპანიებისთვის და პოტენციური ინვესტორებისთვის სექტორის მიმდინარე მდგომარეობისა და განვითარების პოტენციალის გაცნობა. კვლევის მიხედვით, ორგანიზებული ბაზარი პანდემიის პირობებში ზრდას განაგრძობს და მოსალოდნელია ორგანიზებული მოთამაშეების ბაზრის წილისა და კონკურენციის ზრდის პირობებში, 2019 წლის დონე შეინარჩუნოს. ორგანიზებულ ბაზარზე საშუალო ზომის მოთამაშეების წილი გაიზარდა, რაც ახალი მაღაზიების გახსნით არის განპირობებული. ამასთანავე, ორგანიზებული ბაზარი თბილისიდან რეგიონებისკენ ფართოვდება, თუმცა ზოგიერთი დიდი რეგიონი კვლავ აუთვისებელი რჩება. ბაზრის გრძელვადიანი ტენდენციები FMCG დანახარჯებისა და ორგანიზებული ბაზრის წილის ზრდაზე მიანიშნებს. 2020 წელს უნაღდო დანახარჯების როლი აღნიშნულ ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. კვლევის თანახმად, ქართული FMCG მოთამაშეების ფინანსური მაჩვენებლები სტაბილურად ჯანსაღ დონეს ინარჩუნებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)