|
2020-12-30 11:58:21, 1559 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: ქართველ ჯარისკაცს აქვს იშვიათი მებრძოლი სული - ეს თანდაყოლილი, გენეტიკური კოდია
"დღეს ჯარი იმაზე ძლიერია, ვიდრე იყო 10 ან 1 წლის წინ. ქართველ ჯარისკაცს აქვს იშვიათი მებრძოლი სული, რომელიც თანდაყოლილი, გენეტიკური კოდია, რომელსაც ვერ გამოიგონებ. ეს არაა რობოტი, რომელსაც დააპროგრამებ. არსებობს ქვეყნები, რომელთა ჯარისკაცებსაც არ შეუძლიათ ომი, ბრძოლა, რადგან ბრძოლისუნარიანები არ არიან“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ ნატოსთან და აშშ-თან წარმატებულ თანამშრომლობაზე საუბრისას განაცხადა. „ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს (SNGP) და აღებულ ვალდებულებებს წარმატებით ვახორციელებთ და ვასრულებთ. ეს არაერთგზის დადასტურდა ნატოს შეხვედრების დროს, მათ შორის შარშან, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) საქართველოში ვიზიტისას, როდესაც გადაწყდა, რომ საქართველო მიიღებდა განახლებულ პაკეტს. ეს დადასტურდა დეკემბრის თვეში, რაც არის რეალურად ჩვენი პროგრესის აღიარება. აქვე მინდა, გამოვყო SNGP-ის ფარგლებში გახსნილი წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს მეხუთე წელია და რომელსაც ჩემს დროს ჩაეყარა საფუძველი. მე მადლიერი ვარ, რომ ახლა მიწევს წვლილის შეტანა ამ პროცესში“, - განაცხადა მინისტრმა. „ჯარში ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა განათლებას, მუდმივად ტარდება წვრთნები. მინდა, გამოვყო აშშ-სთან გაფორმებული ჩარჩო-ხელშეკრულება, რომელიც აშშ-ში ვიზიტისას განვაახლე. ამ სამწლიანი კონტრაქტის ფარგლებშია მოქცეული საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), რომელიც ჩვენი და აშშ-ის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის წარმატების კლასიკური მაგალითია. ეს პროგრამა გულისხმობს ჩვენი სამხედროების გადამზადებას ამერიკელი სამხედროების, ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ. შედეგად, ჩვენ ვიღებთ ამერიკული სტანდარტით ჯარის მომზადებას",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)