16:27 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-29 23:28:22, 812 ნახვა

კომენტარი
ლევან რატიანი - დაავადება გადავიტანე უსიმპტომოდ, თუმცა ეს PCR ტესტს არ დაუფიქსირებია

„დაავადება გადავიტანე უსიმპტომოდ, თუმცა ეს PCR ტესტს არ დაუფიქსირებია“, - ამის შესახებ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ანტისხეულების ტესტირების დროს მის ორგანიზმში ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა.

„ვარ რეანიმატოლოგი, ყოველდღიურად შემოვლაზე მაქვს 140-145 პაციენტთან კონტაქტი. არ ვიცი როდის მოვიხადე.

ხშირად ვიტარებდი ტესტებს, რაც არის პროტოკოლით გათვალისწინებული, არც ერთ შემთხვევაში, დადებითი PCR ტესტი არ გამოვლენილა, მაგრამ როცა ჩავიტარე ანტისხეულების ტესტი, აღმოჩნდა ჭარბად.

ანუ დაავადება გადავიტანე უსიმპტომოდ, ვერ გეტყვით როდის, რა პერიოდში, მაგრამ ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში“, - განაცხადა ლევან რატიანმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics