|
2020-12-29 18:44:35, 944 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის 2020“-ის შერჩეულ მონაწილედ დასახელდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ფინანსური გამჭვირვალობის ყოველწლიურ კონკურსში (BARTA) შერჩეულ მონაწილეთა შორის დასახელდა. კომპანიამ „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო-2020“-ის კონკურსში მონაწილეობა პირველად მიიღო კატეგორიაში მცირე და საშუალო კომპანიები, სადაც 500-ზე ნაკლები ადამიანია დასაქმებული. ყოველწლიური ღონისძიების ორგანიზატორია მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი და საქართველოს აუდიტისა და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდი. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ ორგანიზატორებს კომპანიის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა. ,,პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ღონისძიების ორგანიზატორებს ჩვენი კომპანიის კონკურსში ჩართვისთვის და აღიარებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მსგავს კონკურსში წელს პირველად ჩაერთო და მოხარულები ვართ, რომ პირველსავე წელს შერჩეულ მონაწილეთა შორის მოვხვდით. ჩვენთვის მნიშნველოვანი, რომ კომპანიის ფინანსური ანგარიშებები იყოს სრულიად გამჭვირვალე და შეესაბამებოდეს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს,-‘’აცხადებს თამარ არჩუაძე. ყოველწლიური ღონისძიება კომპანიების ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებას ისახავს მიზნად. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კომპანიები წლიური ანგარიშის ფარგლებში მმართველობითი, კორპორაციული მართვის და არასაფინანსო ანგარიშგებებს წარადგენენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)