|
2020-12-29 13:31:05, 754 ნახვა
კომენტარი
დავით ნარმანია - ენერგოკომპანიები არიან უკმაყოფილო, რადგან არ მოხდა მათ მიერ წარმოდგენილი ყველა ხარჯის გათვალისწინება
ენერგოკომპანიები არიან უკმაყოფილო, რადგან არ მოხდა მათ მიერ წარმოდგენილი ყველა ხარჯის გათვალისწინება, - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, მარეგულირებელმა კომისიამ ტარიფები სპეციალური ფორმულით და დგენილი მეთოდოლოგიით დაიანგარიშა. „ჩვენს მიერ დადგენილი მეთოდოლოგიით და სპეციალური ფორმულით დავიანგარიშეთ ტარიფები. მოსახლეობის ნაწილში, ტარიფების ზრდა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში შეადგენს 3.5 თეთრს, ხოლო რაც შეეხება კომერციულ მომხმარებელს, აქ სამი ტიპიის ძაბვის საფეხური გამოიყოფა, თითოეული ძაბვის საფეხურზე დადგენილი იქნა ცალკე ტარიფები 11-12 თეთრია დაახლოებით ზრდა. თქვენი თვალითაც დაინახეთ, რომ კომპანიები არიან უკმაყოფილო, რადგან არ მოხდა მათ მიერ წარმოდგენილი ყველა ხარჯის გათვალისწინება და ყველა პროექტის გათვალისწინება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. შეგახსენებთ, რომ სემეკ-ის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით ძვირდება.
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)