|
2020-12-29 12:47:18, 551 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: 2021 წელს ნაერთი ბიუჯეტი 20 მილიარდ 723 მილიონი ლარია
საქართველოს პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დეტალურად ისაუბრა მომდევნო წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე. მისი თქმით, 2021 წელს ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა, ჯამში, შეადგენს 20 მილიარდ 723 მილიონ ლარს, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტი 18 მილიარდ 385 მილიონი ლარია, ადგილობრივი ბიუჯეტები, ჯამში, 3 მილიარდ 125 მილიონი ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივ ბიუჯეტში მიმართული თანხები 787 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დაფინანსების წყაროებია: საგადასახადო შემოსავლები - 12 მილიარდ 45 მილიონი ლარი. (აღნიშნული ითვალისწინებს საშემოსავლო და ქონების გადასახადის შეღავათებს 300 მილიონ ლარზე მეტი მოცულობით) სხვა არადეფიციტური შემოსავლები, სადაც ერთიანდება წლის განმავლობაში მიღებული გრანტები, სხვა შემოსავლები, პრივატიზაცია და სესხების დაბრუნება - ჯამში მილიარდ 757 მილიონი ლარი, დაფინანსების დეფიციტური წყაროები, 6 მილიარდ 921 მილიონი ლარია, საიდანაც მილიარდ 642 მილიონი არის დეპოზიტებზე არსებული ნაშთის გამოყენება, ხოლო ვალის აღება შეადგენს 5 მილიარდ 279 მილიონ ლარს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)