|
2020-12-29 12:14:22, 679 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა - არ გამოვრიცხავთ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა გაიზარდოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა არ გამორიცხავს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა გაიზარდოს. მისი თქმით, მომდევნო ერთი წელი პოსტკრიზისული და მძიმე იქნება. „ტარიფის სუბსიდირება მოხდება შემდეგი ერთი წლის განმავლობაში იმიტომ, რომ ეს აისახება ერთი წლის ბიუჯეტში. აქედან გამომდინარე, ერთ წლიანი გეგმა გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ასევე, შეგახსენებთ, რომ შემდეგი ერთი წელი იქნება პოსტკრიზისული წელი, ყველაზე მძიმე, როდესაც ნამდვილად სწორი და გამართლებულია იმ შეზღუდული ბიუჯეტიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც ისედაც დატვირთულია სოციალური პროგრამებით, ჩვენ გამოვნახოთ თანხები იმისთვის, რომ მოხდეს დამატებითი წნეხის თავიდან აცილება მოსახლეობისთვის. წყალს რაც შეეხება, ეს მოხდება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. სამწუხაროდ, სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობას არ გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება გაიზარდოს. ვითარება არის საკმაოდ რთული და ამას ჩვენ ვხედავთ მსოფლიოში. ჩვენი ამოცანა და ვალდებულებაა, რომ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ამ გადაწყვეტილებით გამოწვეული დამატებითი დანახარჯები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)