16:39 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-29 12:09:52, 579 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავა გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში გაზის ტარიფების ზრდა მოხდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში გაზის ტარიფების ზრდა მოხდება.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, გაზის ტარიფების გადახედვა ერთი წლის წინაც მოხდა და მთავრობამ ფასნამატი კვლავ დაასუბსიდირა.

„გაზის მოხმარების ტარიფები მოსახლეობისთვის არ იზრდება. აქაც არის საყოფაცხოვრებო და კომერციული სახის მოხმარება. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფების გადახედვა წელს არ იგეგმება. ერთი წლის წინ მოხდა გაზის ტარიფების გარკვეული გადახედვა, რადგან დიდი ინვესტიცია განხორციელდა გაზიფიკაციაში და ეს აისახა ტარიფში, მაგრამ მოსახლეობას ეს საერთოდ არ უგრძვნია. მაშინაც, ისევე როგორც ახლა ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავასუბსიდირებდით ამ ნაზარდს. დღეს ჩვენი გაზის სახელმწიფო კომპანიის მეშვეობით ვაკეთებთ სუბსიდირებას და რომ არა ეს სუბსიდირება, გაცილებით მაღალი იქნებოდა გაზის საფასური მოსახლეობისთვის.

რაც შეეხება კომერციული გაზის მოხმარებას, აქ, რა თქმა უნდა, რეგულირება არ ხდება. ეს არის თავისუფალი საბაზრო ფასები, რომელსაც ადგენენ კომპანიები. ჩვენ გარკვეული კომუნიკაცია გვაქვს „თბილისი ენერჯისთან“ და გამოვრიცხავ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს კომერციული გაზის ფასების ზრდა პურ-პროდუქტების მწარმოებლებისთვის და ზოგადად, მცირე ბიზნესისთვის. იმედი გვაქვს, რომ არ მოხდება გაზის ფასების ზრდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics