|
2020-12-29 11:21:30, 849 ნახვა
საზოგადოება
პრემიერის განცხადებით, 3 იანვრიდან სრული „ლოქდაუნი“ და გადაადგილებაზე დამატებითი შეზღუდვები არ დაწესდება
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 3 იანვრიდან სრული „ლოქდაუნი“ და გადაადგილებაზე დამატებითი შეზღუდვები არ დაწესდება. როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა, დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ქვეყანაში არ არსებობს. მანვე დასძინა, რომ 3 იანვრიდან დაიხურება სავაჭრო ობიექტები, რომლებიც 24 დეკემბერს გაიხსნა. „არაფერი არ იცვლება, როგორც განვაცხადეთ, მივყვებით გეგმას. არ იქნება არანაირი სრული ლოქდაუნი, არ იქნება არანაირი შეზღუდვა ავტომობილებით თუ ფეხით გადაადგილებაზე, ერთადერთი რაც შეიცვლება, 24 დეკემბერს გახსნილი სავაჭრო ობიექტები დაიხუება. სხვა შეზღუდვა ქვეყანაში არ იქნება. არანაირი შეზღუდევბი გადაადგილებაზე ქვეყანაში არ დაწესდება და არანაირი სახის სრული ლოქდაუნი ქვეყანაში არ გამოცხადდება. ამის აუცილებლობა არ არსებობს ქვეყანაში და შედეგებს ჩვენ უკვე ვგრძნობთ, ასევე ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გრძნობს, ამიტომ არანაირი ლოქდაუნების და კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება გადაადგილებაზე არ არსებობს, ეს არის ჭორები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)