|
2020-12-29 10:10:00, 461 ნახვა
საზოგადოება
ბორჯომ-ხარაგაულისა და თუშეთის ეროვნული პარკები ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებულია
საქართველოში ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში - Welcome to Georgia! ბორჯომ-ხარაგაულისა და თუშეთის ეროვნულმა პარკებმა ტიტული „ყველაზე მრავალფეროვანი დაცული ტერიტორია“ მოიპოვეს. წელს, ჯილდოს მისაღებად, კონკურსში 11 დაცული ტერიტორია იყო ჩართული. ონლაინ ხმის მიცემის შედეგად, გამოვლინდნენ ფინალისტები: კოლხეთის, ვაშლოვანის, მტირალას, მარტვილისა და ლაგოდეხის ეროვნული პარკები. გამარჯვებულები საერთაშორისო და ქართველი პროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ დაასახელა. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბესიკ კუსიდიმ აღნიშნა, ისეთი მნიშვნელოვანი კონკურსები, როგორიც ტურიზმის ეროვნული დაჯილდოებაა, ხელს უწყობს ეკოტურიზმის პოპულარიზაციას. ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებლის განცხადებით, წელს, პირველად, კონკურსი სახეცვლილი ფორმატით ჩატარდა და მისი მიზანი იყო მოტივაციის ამაღლება. სწორედ ამიტომ დასახელდა ორი გამარჯვებული, რაც ხელს შეუწყობს ამ უნიკალური ეროვნული პარკების ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდას. Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაა, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება. ღონისძიებამ წარმატებით დაიმკვიდრა თავი, როგორც უნიკალურმა პლატფორმამ ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის განვითარებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)