07:03 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-28 16:09:32, 509 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი ბანკის“ დაფინანსებით საქართველოში ამერიკული მარცვლეულის იმპორტი განხორციელდა

„ვითიბი ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში 27000 ტონა მაღალი ხარისხის ამერიკული ხორბლისა და 4000 ტონა მაღალი ხარისხის ამერიკული სოიოს შროტის იმპორტი განხორციელდა. აღნიშნული შესაძლებელი გახდა შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალსა“ და ამერიკულ კომპანია Land O’lakes შორის დადებული ხელშეკრულებით, რომლის ფარგლებშიც, ფოთში შემოვიდა ამერიკული საქონლით დატვირთული გემი. ამერიკული ხორბლის იმპორტი საქართველოში, შესაძლებლობას მისცემს წისქვილ-კომბინატებს, საბაზრო ფასად შეიძინონ და გადაამუშავონ მაღალი ხარისხის ხორბალი.

ამერიკული ხორბლის იმპორტი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს დახმარების პროგრამის „სურსათი პროგრესისთვის“ (Food for Progress) ფარგლებში ხორციელდება. პროგრამიდან მიღებული თანხები მოხმარდება საქართველოში ადგილობრივი პროექტების მხარდაჭერასა და დაფინანსებას. 

აღსანიშნავია რომ, ვითიბი ბანკის სრული დაფინანსებით,  წელს, 2004 წლის შემდეგ, ამერიკული მაღალი ხარისხის ხორბლის საქართველოში იმპორტი მეორეჯერ განხორციელდა. პირველად ანალოგიური ტრანზაქცია, ბანკის ფინანური მხარდაჭერით, „ფოთის მარცვლეულის ტერმინალსა“ და ამერიკულ მხარეს შორის 2019 წელს შედგა.

მოხარულები ვართ, რომ „ვითიბი ბანკის“ პარტნიორობით, ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნლოვანი პროექტი უკვე მეორეჯერ განხორციელდა.  დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები მომდევნო პარტიების შესყიდვაზე, იმედს გამოვთქვამთ, რომ შეთანხმება მხარეებს შორის კვლავ წარმატებით დასრულდება და საქართველოში კიდევ შემოვა მაღალი ხარისხის ამერიკული ხორბალი - განაცხადა ვითიბი ბანკის კორპორატიული ბიზნესისი დირექტორმა ვლადიმერ რობაქიძემ  

„ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ დირექტორმა ქეთევან კუბლაშვილმა განაცხადა - აღნიშნული პროექტი ძალზედ მნიშვნელოვანია ხორბლის საიმპორტო წყაროების დივერსიფიცირებისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, რეგიონალურ ბაზარზე შექმნილი ვითარების გამო, არსებობს ხორბლის მოწოდების შეზღუდვის მოლოდინი.

უკვე მეორე წელია, „ვითიბი ბანკი“ და კომპანია „ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“ თანამშრომლობენ ამ მიმართულებთ,  მთლიანი ჯაჭვის დაფინანსება ხდება სავაჭრო დაფინანსების ფარგლებში, რაც გაცილებით ამარტივებს აშშ-დან საქონლის შემოტანას და გაყიდვის პროცესს.  

მნიშვნელოვანია რომ, ხორბლის გაყიდვებიდან მიღებული თანხები, მოხმარდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს. გვსურს, მადლობა გადაუხადოთ ამ გარიგებაში ჩართულ ყველა მხარეს, მათ შორის აშშ-ს და საქართველოს მთავრობებს და  აშშ-ს საელჩოს საქართველოში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics