18:59 - 14 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 19:30:07, 1549 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრ ვერშბოუ ვაზიანის პოლიგონს ეწვევა

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ ხვალ ვაზიანის პოლიგონს ესტუმრება.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნატოელ სტუმარს პოლიგონზე თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე უმასპინძლებენ.
ვაზიანის პოლიგონზე სპეციალურად ნატოს გენერალური მდივნის მოადგილისთვის, მხარდამჭერი ელემენტებით, ასეულის ტაქტიკური ჯგუფის ამოცანაზე ორიენტირებული  საველე  სწავლება გაიმართება, რაც პოლიგონის შესაძლებლობების გაცნობას ისახავს მიზნად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენეციის კინოფესტივალზე ქართველი პროდიუსერების ფილმმა ჯილდო მიიღო
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან $695 მილიონის შემოსავალი მიიღო- G&T
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics