|
2020-12-28 13:31:33, 455 ნახვა
საზოგადოება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილი, თანამედროვე სტანდარტის ახალი უნიფორმა აქვთ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თანამშრომლების სამუშაო პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, ამ ეტაპზე, პატრულ-ინსპექტორების ზამთრის სამუშაო ფორმა შეცვალა. თანამედროვე დიზაინის თბილი ქურთუკები და ზამთრის ფეხსაცმელები სპეციალურად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის არის შექმნილი და ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. პატრულ-ინსპექტორების ზამთრის ახალი უნიფორმა შეკერილია საქართველოში, მაღალხარისხიანი და გამძლე მასალისგან. საპატრულო პოლიციის სამუშაო რეჟიმიდან და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უნიფორმის შექმნისას გათვალისწინებულია, როგორც მისი კომფორტულობა, ასევე, თერმორეგულაციის კომპონენტი და ხარისხი. მიმდინარე კვირის განმავლობაში, ზამთრის ახალი უნიფორმები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საპატრულო პოლიციის 4000 თანამშრომელს დაურიგდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)