00:26 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-26 16:20:02, 791 ნახვა

რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტმა 160 მოწყვლადი კატეგორიის ოჯახს საახალწლო ნობათები გადასცა

ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და  წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ბუბა გობეჯიშვილმა და ბოლნისის საკრებულოს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი მირიანაშვილმა მოწყვლადი კატეგორიის 160 ოჯახს, რომელთა ყოველდღიურ უფასო კვებას ბოლნისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და მათ წინასაახალწლო საჩუქრები გადასცეს.

საშობაო ნობათები „შინ მოვლის სერვისით“ მოსარგებლე მარტოხელა ხანდაზმულ ბენეფიციარებსაც გადაეცათ. ქალაქ ბოლნისსა და დაბა კაზრეთში მოხუცებს საახალწლო ნობათები გოგი მეშველიანმა, ბუბა გობეჯიშვილმა და გიორგი მირიანაშვილმა პირადად მიუტანეს. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მერია საახალწო საჩუქრებს მოწყვლადი კატეგორიის  ოჯახებსა და მოხუცებს რამდენი წელია გადასცემს. აქციამ უკვე მიიღო ტრადიციული სახე  და ის მომავალშიც გაგრძელდება. საახალწლო ნობათებისთვის მუნიციპალიტეტმა 5912 ლარი გამოყო.

„წინასაახალწლოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს საახალწლო ნობათებს გადასცემს, ეს ტრადიცია წელსაც არ დაღვეულა, საახალწლო ნობათები დღეს 160-მა ოჯახმა მიიღო. პანდემიის პირობებში მსგავსი დახმარება ვფიქრობ ორმაგად მნიშვნელოვანია. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველთვის დიდი ყურადღებას აქცევს სოციალურ პროგრამებს და ჩვენ ვცდილობთ ვიზრუნოთ და შესაბამისი დახმარება გავუწიოთ შეჭირვებულ ოჯახებსა და მოხუცებს. მსურს დამდეგი შობა-ახალი წელი თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მივულოცო და მათ ჯანმრთელობა და ბედნიერება ვუსურვო“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ბუბა გობეჯიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics