|
2020-12-26 14:24:28, 608 ნახვა
საზოგადოება
მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებული სპეცოპერაციიდან 3 წელი გავიდა
მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებული სპეცოპერაციიდან 3 წელი გავიდა. EMC-ის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სოფელ დუისში მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებული სპეცოპერაციიდან 3 წელი გავიდა, თუმცა ეროვნული სამართლებრივი სისტემის შიგნით თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის უმძიმეს და სასტიკ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზანი ვერ მიიღწა. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ჯერ კიდევ გამოძიების პირველ ეტაპზევე გამოიკვეთა, რომ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება ფორმალურ და ილუზორულ ხასიათს ატარებდა და ის გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ფუნდამენტურ მოთხოვნას არ პასუხობდა. „გამოძიების პირველ თვეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) თანამშრომლების მიერ სპეცოპერაციის დაგეგმვისა და ჩატარების დროს ჩადენილი დარღვევების იდენტიფიცირებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითი მტკიცებულებების ამოღება ამავე უწყების გამომძიებლების მიერ განხორციელდა. საქმის მასალებიც კი სუს-მა პროკურატურას გამოძიების დაწყებიდან მხოლოდ 1 თვეზე მეტი ხნის შემდეგ გადაუგზავნა, როცა ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახიდან უკვე ამოღებული და საბოლოოდ, განადგურებული და სავარაუდოდ ფალსიფიცირებული იყო“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)