|
2020-12-25 12:49:19, 744 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნია - დიდი ალბათობით, გაზაფხულიდან ქვეყანაში ვაქცინაცია უნდა დაიწყოს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გაზაფხულიდან ქვეყანაში ვაქცინაცია დიდი ალბათობით უნდა დაიწყოს. მისი თქმით, იქმნება გეგმა ვაქცინის შემოსატანად, რომელიც იანვარში დასრულდება. „რაც შეეხება ვაქცინაციას პირველი მოთხოვნა იმისთვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს არის ის, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს მისი დანერგვის გეგმა, რაც უნდა ითვალისწინებდეს ყველა იმ გეგმას, რაც მოიცავს პერსონალის რეგულირებას. გეგმის შემუშავება დასრულდება იანვრის ბოლოს. ჩართულია ამაში ექსპერტთა გუნდი და ამ მოთხოვნებს შევასრულებთ. რაც შეეხება ცივ ჯაჭვს, საქართველოს დღესვე შეუძია მიიღოს და განახორციელოს ვაქცინაცია იმ სამი ძირითადი ვაქცინით, რომელიც დღეს არის დაწინაურებული. ვფიქრობთ, რომ მარტი არის რეალური დრო, რომელიც ვაქცინაციის დასაწყებად განვსაზღვრეთ, თუმცა ვცდილობთ, რომ თუ ამის შესაძლებლობა მოგვეცემა, უფრო ადრეც დავიწყოთ. გაზაფხულიდან ქვეყანაში ვაქცინაცია დიდი ალბათობით უნდა დაიწყოს“, - განაცხადა გაბუნიამ.
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)