|
2020-12-25 12:32:45, 462 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა - არასასურსათო სექტორისთვის რეგულაციების შემსუბუქებამ სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, არასასურსათო სექტორიოსთვის რეგულაციების შემსუბუქებამ სერიოზული დარღვევების გარეშე. მისი თქმით, ამ ეტაპზე ვითარება ნორმალურია, რაც იძლევა იმედს, რომ წინასაახალწლო პერიოდი დიდი პასუხისმგებლობით ჩაივლის. „გუშინ იცით, რომ მოხდა რეგულაციების შემსუბუქება არასასურსათო ვაჭრობის სექტორისთვის და საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს სასურსათო ქსელებმა, მოლებმა და მაღაზიებმა. ძალიან გვიხარია დღეს, როდესაც ვაჯამებთ გუშინდელი დღის სტატისტიკას, სერიოზული და მასიური დარღვევების გარეშე ჩაიარა ამ დღემ. ამისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სავაჭრო ინდუსტრიას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ კონტროლს იმაზე, რომ ეს წინასაახალწლო დღეები ზოგადად დატვირთულია, მაღალი მოთხოვნაა, ადამიანებს საჭიროებები დაუგროვდათ და ჩვენ დავინახეთ, რომ მომხმარებლების საკმაოდ დიდი მიწოლა იყო მაღაზიებზე. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით კი შაბათ-კვირას დაიცვან ყველა აუცილებელი მოთხოვნა მომხმარებლებმა და მაღაზიებმაც გააგრძელონ მკაცრი კონტროლი. ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ასეთივე მკაცრი მონიტორინგი. მთლიანობაში, ვითარება ნორმალურია და ეს ჩვენ გვახარებს და გვაძლევს იმედს, რომ დიდი პასუხისმგებლობით გავატარებთ ამ წინასაახალწლო პერიოდს, რომელიც გარკვეული გეგმაზომიერი შემსუბუქებით აღინიშნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)