|
2020-12-24 20:27:43, 650 ნახვა
კომენტარი
ივანე მაჭავარიანი: მომდევნო 4 წელი ქვეყნის მთავარი გამოწვევა იქნება გაზრდილი ვალისა და დეფიციტის შემცირება
2021 წლის და არა მარტო 2021 წლის, არამედ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის და ბიუჯეტისთვის მთავარი გამოწვევა იქნება გაზრდილი ვალი და გაზრდილი დეფიციტი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლის შემდეგ დაიწყოს დეფიციტის მნიშვნელოვანი შემცირება. "იცით, რომ ეს არის ერთადერთი გზა ვალის შემცირებისთვის. ეს არის გადამწყვეტი და ეს არაერთხელ აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რომლის საფუძველიც ფისკალური დისციპლინაა არის გადამწყვეტი. ეს არის ჩვენი კეთილდღეობის და უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობის ყველაზე მთავარი წინაპირობა, რომ არ გაუარესდეს მაკრო პარამეტრები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს მაგალითები იმისა, რომ ჩვენთან შედარებით ძლიერი ეკონომიკის, მაღალი კულტურისა და დიდი ისტორიის ქვეყნებმა (საბერძნეთი, ლიბანი) საკმაოდ დიდი დარტყმა მიიღეს იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ისინი არ იმართებოდნენ სწორად, ფისკალური და მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, რამაც ისეთი ზიანი მიაყენა მათ, რომელსაც მინიმუმ ერთი დეკადა დასჭირდება, რომ მოხდეს ვითარების რეაბილიტაცია და აღდგენა. რასაკვირველია, ჩვენ ეს არ გვემუქრება, არ გვემუქრება არცერთ შემთხვევაში, თუმცა უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად. კიდევ გიმეორებთ, ჩვენი ამ წლის დეფციტი არის 9% რაც უკიდურესად მაღალია, მაგრამ ადეკვატურია პანდემიის გამოწვევებთან მიმართებაში. შემდეგი წლის დეფიციტი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ პარლამენტში, არის 7,5% რაც ასევე მაღალია და უკვე 2022 წლიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ მკვეთრი დაღმასვლა, რათა შევინაჩუნოთ მაქსიმუმ 3%-იანი მაჩვენებელი", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)