|
2020-12-24 20:10:15, 374 ნახვა
საზოგადოება
გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვაქცინაცია დაიწყო
პენიტენციურ დაწესებულებებში გრიპის ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. გრიპის პროფილაქტიკის მიზნით იგეგმება როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ასევე სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია. სეზონური გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მსჯავრდებულთა ვაქცინაცია განხორციელდა არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, სადაც აცრა 21 არასრულწლოვანს ჩაუტარდა. N12 და N16 პენიტენციურ დაწესებულებებში გრიპის საწინააღმდეგო აცრა 60 მსჯავრდებულს ჩაუტარდა. N8, N5, N17 პენიტენციურ დაწესებულებებში, ასევე N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ვაქცინაცია 25 დეკემბერს ჩატარდება. პირველ ეტაპზე მოხდება ქრონიკული დაავადებების მქონე, ასევე ასაკოვანი მსჯავრდებულების ვაქცინაცია, შემდგომ ეტაპზე კი ვაქცინაციის პროცესი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაცილებით მეტ რაოდენობას მოიცავს, რაც პენიტეციურ დაწესებულებებში გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციას შეუწყობს ხელს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)