|
2020-12-24 16:53:27, 571 ნახვა
კომენტარი
მთავრობის დახმარება იყო ზუსტი ადრესირებული მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად კატეგორიებზე - ნათია თურნავა ებერტის ფონდის კვლევაზე
პანდემიის პირველივე დღიდან მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ორიენტირებულია იმაზე, რომ მოსახლეობას და მცირე ბიზნესს შევუმსუბუქოთ ის დარტყმა, რაც აუცილებლად იქნებოდა გამოწვეული პანდემიით და ჩვენ ეს მოვახერხეთ, რაც დადასტურდა კიდეც ფრიდრიხ ებერტის ფონდის კვლევაში, სადაც სწორი შეფასება აქვს ჩვენს ნაბიჯებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, „მთავრობის დახმარება იყო ძალიან ზუსტად ადრესირებული იმ ჯგუფებზე, მოსახლეობის იმ მოწყვლად კატეგორიებზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა დახმარება და სწორედ ეს აისახა „ებერტის ფონდის" კვლევაში." გერმანული „ფრიდრის ებერტის" ფონდის დაკვეთით სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც შეისწავლა „ანტიპანდემიური შეზღუდვების და მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების გავლენა დასაქმებაზე, შემოსავლებსა და სიღარიბის დონეზე საქართველოში". კვლევის თანახმად, მთავრობის მიერ მიღებულმა ანტიკრიზისულმა ზომებმა საგრძნობლად შეარბილა და შეამსუბუქა კრიზისის დარტყმა. კვლევის თანახმად, მთავრობის მიერ გატარებული ანტიკრიზისული ზომები ყველა ეტაპზე ხასიათდება სამიზნე ჯგუფის მაღალი სიზუსტით და მიმართულია საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენებისკენ.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)